ხმაური და დაპირისპირება სოფელ გლოლთან - მოსახლეობა შსს-ს მუშაობით უკმაყოფილოა

04.08.23 12:18
ხმაური და დაპირისპირება სოფელ გლოლთან - მოსახლეობა შსს-ს მუშაობით უკმაყოფილოა

ხმაური და დაპირისპირება სოფელ გლოლთან - მოსახლეობა შსს-ს მუშაობით უკმაყოფილოა. ადგილობრივები სამაშველო ოპერაციაში ჩართვას ითხოვენ.

სიტუაცია მეწყრულ ზონასთან რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავები ადგილობრივებს სტიქიის ზონაში შესვლის უფლებას არ აძლევენ, თუმცა მოსახლეობა დაკარგულების ძებნას საკუთარი ძალებით მაინც იწყებენ. 

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.  

ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა.

ფოტო: მთის ამბები

მსგავსი სიახლეები