რატომ არ ვთხოვეთ მეზობელ ქვეყნებს დახმარება მთელი ღამის განმავლობაში? - პრემიერი "პირველების" კითხვებს უპასუხოდ ტოვებს
რატომ არ ვთხოვეთ მეზობელ ქვეყნებს დახმარება მთელი ღამის განმავლობაში? - პრემიერი "პირველების" კითხვას უპასუხოდ ტოვებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ონის მერია ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხოდ დატოვა ასევე კითხვა, რა ინფორმაცია მიიღო საგანგებო შტაბიდან და დაუდასტურეს თუ არა პრემიერს გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით.
"წარსულში მომხდარი ტრაგედიებიდან რა ვისწავლეთ?" "ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, რა ინფორმაცია მიიღეთ შტაბიდან?" - პრემიერმა "პირველების" ჟურნალისტის ეს კითხვებიც უპასუხოდ დატოვა.
პრემიერი სტიქიის ზონაში 21 საათის შემდეგ ჩავიდა.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ. ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა.