სტიქია შოვში - გარდაცვლილი ქალის ცხედარი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს
სტიქია შოვში - გარდაცვლილი ქალის ცხედარი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს. მაშველებმა ის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს.
ცხედრის ამოსვენების ამსახველ კადრებს მთის ამბები ავრცელებს.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ. ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა.