ბითაძის განცხადება ვაშაძეზე არის ტყუილი და ამორალური, ბუნებრივია, ამას არ ავყვებით - მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას ბინძურ პოლიტიკურ სპეკულაციებსა და ცისლიწამებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება შოვში გავითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით მაია ბითაძის განცხადებას, რომელმაც დღეს თქვა, რომ მონიტორინგის სისტემა, რაც აუცილებელია პრევენციისთვის, წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა. მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე აქტიური მომხრე იყო იმ დერეგულაციისა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს განხორციელდა.
მანჯგალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ახლა ისრების გადატანას ცდილობს.
ამ ტრაგედიისა და სტიქიური უბედურების პირობებში პოლიტიკური სპეკულაცია და ისრების გადატანა, არის ამორალური და მიუღებელი.
მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” და “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლებს, ასეთ მძიმე დროს ვიდრე არსებობს ერთი ადამიანის გადარჩენის შანსი, შეწყვიტეთ პოლიტიკური ბინძური სპეკულაციები, ტყუილები და ცილისწამება.
აქვე განვმარტავ, რომ ბითაძის განცხადება გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით არის არა მხოლოდ ტყუილი, არამედ ამორალურიც და ბუნებრივია მას ამაში არ და ვერ ავყვებით, - ამბობს პაატა მანჯგალაძე