ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს - EU-ის წარმომადგენლობა შოვზე

04.08.23 13:54
ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს - EU-ის წარმომადგენლობა შოვზე

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში შოვში განვითარებულ სტიქიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გულწრფელად უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით თვალს ადევნებს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.  ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები