ამორალურ ქმედებას ეწევით, ატყუებთ მოსახლეობას - პრემიერი "ტვ პირველის" ჟურნალისტს თავს დაესხა
სტიქიის ზონაში ჩასული პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი "ტვ პირველის" ჟურნალისტს თავს დაესხა და ტყუიილის გავრცელებაში დაადანაშაულა. ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიუღებელია მისთვის იმ განცხადების შეხსენება, სადაც ერთი წლის წინ პრემიერი აანონსებდა, რომ სუპერ პუმებს გაყიდდა და სამ ვერტმფრენს შეიძენდა.
თქვენი ტელევიზია მთელი დღის განმავლობაში, როცა გვყავს გარდაცვლილი მოქალაქეები, ამორალურ ქმედებას ეწევით. ატყუებთ მოსახლეობას, თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და არ შეგვიძენია. ასეთ ტყუილებზე ასეტ დროს მაინც შეიკავეთ თავი. ან გაქვთ პრობლემა სერიოზული გაგების, უფრო მეტი პრობლემა გაქვთ - 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებთ, ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის, ხალხის დაზაფვრის. ეს სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულოთ, რომ თურმე 3 ვერტმფრენი შეიძინეს, მაგრამ არ შეიძინეს,“ - ამბობს პრემიერი.