სტიქია რაჭაში - სამაშველო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთვება

04.08.23 14:22
სტიქია რაჭაში - სამაშველო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთვება

სტიქია რაჭაში - სამაშველო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთვება. ეს გადაწყვეტილება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და მიეხმარებიან მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს. მე თავად მოვინახულე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სტიქიის ზონა. ძალიან მძიმე მდგომარეობა. უზარმაზარი ტალახის მასაა ჩამოტანილი და სამწუხაროდ, კოტეჯების ნაწილი მთლიანადაა დაფარული და მძიმე ვითარებაა," - თქვა ღარიბაშვილმა.

გარდაცვლილთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. მაშველები სამძებრო ღონისძიებებს ამ დრომდე აგრძელებენ.

 

მსგავსი სიახლეები