დაკარგულების ოჯახის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე ამ დრომდე არ შეხვედრია
დაკარგულების ოჯახის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე ამ დრომდე არ შეხვედრია. შალვა პაპუაშვილი რამდენიმე საათია, ონის მერიასთან იმყოფება და ამბობს, რომ კიდევ რამდენიმე საათს გაჩერდება რაჭაში.
პაპუაშვილმა პრემიერთან და დეპუტატებთან ერთად სტიქიის ზონა მოინახულა.
გასაგებია ემოციები, განსაკუთრებით ოჯახებს აქვთ ემოციები და ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენს მაშველებს ვენდოთ, მაშველები კომუნიკაციაში არიან ოჯახის წევრებთან. იმედია, ცოცხლათ ვიპოვით ადამიანებს, ვინც დაკარგულია და ყველანაირად უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენი მაშველები,“ - ამბობს პაპუაშვილი.
სტიქია რაჭაში - გარდაცვლილთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. მაშველები სამძებრო ღონისძიებებს ამ დრომდე აგრძელებენ. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება.