ასეთი ტრაგედიები ხდება, საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა არასერიოზულია - პრემიერი

04.08.23 14:36
ასეთი ტრაგედიები ხდება, საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა არასერიოზულია - პრემიერი

"ასეთი ტრაგედიები ხდება, საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა არასერიოზულია", - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის ზონის მონახულების შემდეგ გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილისთვის არასერიოზულია განცხადებები, სადაც გარემოს დაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება რაჭაში შესაძლებელი იყო.

ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა ძალიან არასერიოზულია. ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, ასეთ მძიმე წუთებში გთხოვთ, რომ ჩვემნ ყველანი გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები