ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს, ვლოცულობთ დაკარგულთა პოვნისათვის - ამერიკის საელჩო

04.08.23 14:44
ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს, ვლოცულობთ დაკარგულთა პოვნისათვის - ამერიკის საელჩო

სტიქია რაჭაში - ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის. ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია",- წერია განცხადებაში.

 

 

 

სტიქია რაჭაში - გარდაცვლილთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. მაშველები სამძებრო ღონისძიებებს ამ დრომდე აგრძელებენ. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები