საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო - ომბუდსმენი
სტიქია შოვში - რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიას სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ლევან იოსელიანი იმ შესაძლო მიზეზებზე წერს, რის გამოც სამაშველო ოპერაციის ჩატარება რთულდება.
სამწუხაროდ, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან.
სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარსა და მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს“,- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სტიქია რაჭაში - გარდაცვლილთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. მაშველები სამძებრო ღონისძიებებს ამ დრომდე აგრძელებენ. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება.