ოქრიაშვილი: „თუ დადგინდა, რომ კალაძემ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა სახელმწიფოს ძვირადღირებული ტექნიკა, პატიმრობა უნდა შეეფარდოს!"
„პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი შოვში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და ყურადღებას რამდენიმე დეტალზე ამახვილებს.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ დედაქალაქის მერმა სტიქიის ზონიდან მხოლოდ საკუთარი წევრების გამოყვანაზე იზრუნა. ამასთან, ოქრიაშვილის თქმით, თუ დამტკიცდა, რომ კალაძემ ოჯახის წევრები შოვიდან ნამდვილად სტიქიამდე ცოტა ხნით ადრე, სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენით გამოიყვანა, მას პატიმორბა უნდა შეეფარდოს.
ვუსამძიმრებ შოვის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს!
ნიკა გვარამია ქოც-ბანდამ ციხეში „რუსთავი 2-“ის კუთვნილი ავტომობილის ოჯახის წევრებისთვის მოხმარების გამო გამოამწყვდია. კახა კალაძემ სტიქიური უბედურების დროს ჰაერში სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენი ააფრინა და მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრები გამოიყვანა სტიქიის ზონიდან.არ მინდა შევეხო საკითხის მორალურ მხარეს - აქ ისედაც ყველაფერი გასაგებია. კალაძის „გამპრავებლები“ ირწმუნებიან, რომ ვერტმფრენი სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაფრინდა და არა სტიქიის შემდეგ. თუ ეს ასეა, მაშინ საერთოდ რატომ აფრინდა სახელმწიფო ვერტმფრენი და რა უფლებით სარგებლობენ ქოც-ბანდის მაღალჩინოსნები სახელმწიფო საკუთრებით. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ უშველა კალაძემ მხოლოდ საკუთარ ოჯახს და ყველა დანარჩენი მოქალაქე ფეხებზე დაიკიდა ?! მერამდენედ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქოც-ბანდას სახელმწიფოც და ქართველი ხალხიც ფეხზე ჰკიდია?!
პროკურატურაში დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და თუ დადგინდა, რომ კალაძემ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული ტექნიკა, მას პატიმრობა უნდა შეეფარდოს!
ისევ გახსენებთ კლასიკურ ჭეშმარიტებას - ნებისმიერ ხალხს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებს. ჰოდა, თუ ამათ არ ვიმსახურებთ, პირველივე არჩევნებზე პანღურით უნდა გავყაროთ ქოც-ბანდა, კრებითი კალაძეები, კობახიძეები და პოლიტიკურად ჩავრეცხოთ ბიძინიზმი, როგორც მოვლენა ამ ქვეყანაში!, - ამბობს ოაქრიაშვილი.