მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავერთიანდეთ - სალომე ზურაბიშვილი რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიაზე

04.08.23 15:08
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავერთიანდეთ - სალომე ზურაბიშვილი რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიაზე

რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება. პრეზიდენტი საზოგადოებას ერთად დგომისკენ მოუწოდებს.

სალომე ზურაბიშვილმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. პრეზიდენტის თქმით, ის და მისი ადმინისტრაცია მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში მთავრობას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან დასაკავშირებლად დაეხმაროს.

მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება იმ ტრაგედიის წინაშე რაც დატრიალდა გუშინ ღამით და დღეს. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მინდა, იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ოჯახები აღმოჩნდნენ ცოცხლები.
ეს ტრაგედია სრულიად საქათველოსთვის დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ვიცით, ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავერთიანდეთ, რომ ყველა ჩვენი შესაძლებლობებით დავეხმოთ ადამიანებს, რათა გადალახონ მათი ცხოვრების ეს პერიოდი. მინდა, მადლობა გადავუხადო მაშველებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ გადაერჩინათ ადამიანები. მე და ჩემი ადმინისტრაცია ვუცხადებთ სოლიდარობას ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველა უწყებას, რომელიც იქაა ჩართული, მთავრობას, დღეს ერთიანობის დროა. ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად, ყველაფერში ჩავერთვებით, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. ვნახათ, მომავალ დღეებში რა კუთხით შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის პირობებში. 
მოვისმინე პრემიერისგან, რომ ჯერ არ ვთვლით, რომ რამე დახმარება იყოს საჭირო სხვა ქვეყნებისგან. თუ ეს საჭიროება გამოჩნდა, თუ ჩემი როლი საჭირო გახდა, სხვა ქვეყნის ლიდერებთან დასაკავაშირებლად, ამისთვის მზად ვარ,“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები