ამ თემით სპეკულირება ამორალურია - თავდაცვის მინისტრის თავისმართლება სამაშველო ვერტმფრენებთან დაკავშირებით

04.08.23 15:20
ამ თემით სპეკულირება ამორალურია - თავდაცვის მინისტრის თავისმართლება სამაშველო ვერტმფრენებთან დაკავშირებით

"გადავწყვიტეთ, რომ მეორადის ნაცვლად, ახალი ვერტმფრენი შეგვეძინა," - ასე იმართლებს თავს თავდაცვის მინისტრი სამაშველო შვეულმფრენებთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით. 

ბურჭულაძის თქმით, ერთ-ერთ კომპანიასთან სახელმწიფოს ვერტმფრენების შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე აქვს და უახლოეს მომავალში საქართველოს ახალი სამაშველო შვეულმფრენები ეყოლება.

ვერტმფრენები იქნა საუკეთესო შერჩეული, დიდი კომპანიის ახალი ვერტმფრენები. გადავწყვიტეთ, რომ მეორადის ნაცვლად, ახალი ვერტმფრენი შეგვეძინა. ახალი ვერტმფრენის შეძენის შემთხვევაში, კონკრეტული დაკვეთის შემდეგ იწყება. არ მინდა, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ ეს ვერტმფრენები სადღაც მზად დგას, მიხვალ იყიდი და მეორე დღეს ჩამოვა. მივიღებთ შემჭიდროებულ ვადებში და ამ თემით სპეკულირება ამორალურია. ასე არ არის მარტივად, რომ ყოველთვის ვერტმფრენმა 24 საათის განმავლობაში იმუშაოს, ხედავთ, ამინდია ისეთი, რომ ვერ იფრენს,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მსგავსი სიახლეები