სად არის ახალი ვერტმფრენები? - "ქართული ოცნება" პრემიერს იცავს

04.08.23 15:26
სად არის ახალი ვერტმფრენები? - "ქართული ოცნება" პრემიერს იცავს

ახალი სამაშველო ვერტმფრენები საქართველოს - პრემიერის ერთი წლის წინანადელი დაპირების შეხსენება „ქარული ოცნების“ ლიდერებისთვის გამაღიზიანებელია. პარლამენტს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ირაკლი ღარიბაშვილს დღეს იცავდნენ.

სტიქიის ზონაში ჩასული პარლამენტის წევრები ამტკიცებდნენ, რომ ვერტმფრენისთვის დაკარგული მოქალაქეების პოვნაში „რაიმე სამუშაოს შესრულება შეუძლებელია.“ 

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ახალი ვერტმფრენები უკვე შეძენილი აქვს.

ხელშეკრულება დადებულია, შეძენილია და მოხდება მოწოდება. იმის თქმა მინდა, რომ პარალელის გავლება, უადგილოა, ვინაიდან არ არსებობდა გუშინ რაიმე ამოცანა სამაშველო ხასიათის, რომელიც ვერ შესრულდა,“ - ამბობს პაპუაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე ოპონენტებს საკითხით სპეკულირებაში ადანაშაულებს.

შეუძლებელია ვერტმფრენისთვის რაიმე სამუშაოს შესრულება დაკარგულთა ძებნის თვალსაზრისით. ალბათ, ამ თემაზე, აჟიოტაჟებზე, რომელსაც პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ დისკუსიის საგნად შემოიტანონ, მგონი, ამის დრო არ არის. ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა შეილზებ გავაკეთოთ,დ აკარგული ადმაიანების მოსაძებნად,“ - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
 

მსგავსი სიახლეები