სტიქია რაჭაში - გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
სტიქია რაჭაში - გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დაუდასტურა.
მაშველები სამძებრო ღონისძიებებს ამ დრომდე აგრძელებენ. მეწყრულ ზონაში 25 მოქალაქეს ეძებენ. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება.