ღარიბაშვილის ვერტმფრენების ეპოპეა გრძელდება - თამაზ დათუნაშვილი

04.08.23 15:41
ღარიბაშვილის ვერტმფრენების ეპოპეა გრძელდება - თამაზ დათუნაშვილი

ღარიბაშვილის ეს ეპოპეა ვერტმფრენების გრძელდება, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებამ ვერტმფრენების შეძენის პირობა ვერ შეასრულა, საბჭოთა ვერტმფრენების იმედად ყოფნა კი შეუძლებელია. 

ღარიბაშვილის ეს ეპოპეა ვერტმფრენების გრძელდება. აღმოჩნდა, რომ შარშანდელი განცხადება იყო, უბრალოდ, პოპულისტური ჟესტი ყაზბეგის მოვლენების შემდეგ. ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მოახერხა იმ ტრანზაქციის დასრულება, რომელიც ერთი წლის წინ განაცხადა. ძნელია, რომ საბჭოათ ტექნიკის იმედზე იყო და თავი დაცულად იგრძნო ამავდროულად, - ამბობს დათუნაშვილი. 

1 წლის წინ ყაზბეგის ტრაგედიის შემდეგ პრემიერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო 3 სამაშველო ვერტმფრენს შეიძენდა, თუმცა საჰაერო საშუალებები ამ დრომე ქვეყანას არ აქვს.  

მსგავსი სიახლეები