ხელისუფლებამ 11 წლის განმავლობაში სამაშველო ვერტმფრენების შეძენა ვერ უზრუნველყო - ნადირაძე
ხელისუფლებამ 11 წლის განმავლობაში სამაშველო ვერტმფრენების შეძენა ვერ უზრუნველყო, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნება" თანხებს კორუფციული გზებით ხარჯავს და ქვეყნის საჭიროებებზე არ ფიქრობს.
ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის და რუსი ოლიგარქი ივანიშვილის პასუხისმგებლობა, რომ 11 წლის განმავლობაში მათ ვერ უზრუნველყვეს, რომ ქვეყანას ჰყოლოდა შესაბამისი რაოდენობის და სპეციფიკაციის ვერტმფრენები, რომელიც მსგავის ტიპის სიტუაციაში იქნებოდა გამოყენებული. მილიონ სისულელეში, კორუფციული გზებით ხარჯავენ ამ თანხებს და მართლა რაც ჰაერივით გვჭირდება და წლიდან წლამდე გვაქვს ჩვენ კატასრტოფა და უამრავი ადამიანი გვეღუპება და უბრალოდ, სტატისტიკად გადაიქცა ეს ყველაფერი, აი, ამისთის თანხები ვერ გამოძებნეს, - ამბობს ნადირაძე.
1 წლის წინ ყაზბეგის ტრაგედიის შემდეგ პრემიერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო 3 სამაშველო ვერტმფრენს შეიძენდა, თუმცა საჰაერო საშუალებები ამ დრომე ქვეყანას არ აქვს.