პოლიტიკური სპეკულაციების სივრცე დღეს არ არის და ვინც ამას იკადრებს, ერთ-ერთი ყველაზე ამორალური შეიძლება იყოს - იონათამიშვილი
"პოლიტიკური სპეკულაციების და ინტერესების სივრცე დღეს არ არის," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი აკეთებს და ოპოზიციას რაჭის სტიქიით მანიპულირებაში ადანაშაულებს.
ვფიქრობ, დღეს ის მდგომარეობა და სიტუაციაა, რომელმაც თითოეული ჩვენგანი უნდა გააერთიანოს და პოლიტიკური სპეკულაციების და ინტერესების სივრცე დღეს არ არის და ვინც ამას იკადრებს, ერთ-ერთი ყველაზე ამორალური შეიძლება იყოს, რაც კი ადამიანმა უბრალოდ შეიძლება, რომ იკადროს,“ - ამბობს რატი იონათამიშვილი.