ბუნებრივია, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ამ სამაშველო ოპერაციაზე - წერეთელი

04.08.23 15:51
ბუნებრივია, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ამ სამაშველო ოპერაციაზე - წერეთელი

"ბუნებრივია, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ამ სამაშველო ოპერაციაზე," - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა გააკეთა.

ოპოზიციური პარტიის წევრი სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ამის მიუხედავად, ახლა მთავარია სტიქიის მსხვერპლი ოჯახების გვერდში დგომა.
 

ბევრს ვსაუბობრთ იმაზე, რომ მმართველობის ეს სტილი, რომელიც არის და რომლის შეცვლაზეც არის ჩვენი მხრიდან საუბარი, აუცილებლად იჩენს თავს ყველაფერში, საგარეო პოლიტიკა იქნება, საშინაო, საგანგებო მდგომარეობა თუ სხვა მოვლენა, ამიტომ, ამის დრო დადგება, მაგრამ ახლა მთავარია ეს ადამიანები გადავარჩინოთ და ეს ოჯახები ვანუგეშოთ,“ - ამბობს გიგი წერეთელი.

მსგავსი სიახლეები