დასავლეთის ქვეყნები საქართველოზე, რუსეთთან დიალოგის საკითხზე აშკარა ზეწოლას ახორციელებენ - რუსეთის საგარეო უწყება
"დასავლეთის ქვეყნები საქართველოზე, რუსეთთან დიალოგის საკითხზე აშკარა ზეწოლას ახორციელებენ", - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა გააკეთა.
დასავლეთის ქვეყნები ახორციელებენ აშკარა ზეწოლას თბილისზე, მიუხედავად იმისა, რომ არც ავიამიმოსვლა და არც რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სხვა კომპონენტები არსებულ სანქციების რეჟიმს არ არღვევს“ , - აღნიშნა გონჩარმა.
დენის გონჩარი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული „არალეგიტიმური" სანქციების ექსტერიტორიული გამოყენების მცდელობას სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.
არალეგიტიმური ანტირუსული სანქციების ექსტერიტორიული გამოყენების მცდელობებს სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებსა და მესამე ქვეყნებთან მათ ურთიერთობებში ჩარევად განვიხილავთ“, - აღნიშნა გონჩარმა.