მზის გულზე, მიცვალებულები პარკებში გახვეულები არიან დატოვებულები უპატრონოდ, არ უნდა გადაასვენოთ? - ერთ-ერთი მოქალაქე
"მზის გულზე, მიცვალებულები პარკებში გახვეულები არიან დატოვებულები უპატრონოდ, არ უნდა გადაასვენოთ?" - ამ სიტყვებით მიმართავს, სავარაუდოდ, 112-ის თანამშრომელს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც დილით ადგილობრივებთან და მაშველებთან ერთად მეწყრული ზონიდან გარდაცვლილები ამოასვენა.
ადგილობრივის საუბრიდან ირკვევა, რომ ამოსვენების შემდეგ, მოქალაქეებს უთხრეს, რომ ცხედრებს ვერტმფრენით გადაასვენებდნენ, თუმცა, 9 საათის შემდეგ მიცვალებულები კვლავ სტიქიის ზონაში არიან დასვენებულები. ადგილზე სამაშველო ჯგუფები აღარ იმყოფებიან და მხოლოდ ადგილობრივები არიან.
დილით 6 საათზე სამაშველოსთან ერთად ვიპოვეთ მიცვალებულები, ამოვასვენეთ და ვერტმფრენს ველოდებით. სამაშველოსთან ერთად ამოვასვენეთ, ვერტმფრენი უნდა მოსულიყო და გადაეყვანათ და ისევ აქ დაგვხვდნენ. მზის გულზე, მიცვალებულები პარკებში გახვეულები არიან დატოვებულები უპატრონოდ, არ უნდა გადაასვენოთ? ხალხი ელოდება, დილით 7 საათზე ამოვასვენეთ და ახლა სამი საათია, ამდენი ხანი უნდა ვერტმფრენის მოსვლას, რომ გადაასვენოს?“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
იმის მერე ათასჯერ გადაიფრინა, სამაგიეროდ ღარიბაშვილი ხომ მოიყვანა და წაიყვანა გემრიელად," - ისმის ერთ-ერთი მოქალაქის რეპლიკა.