დაკარგულებში, სამწუხაროდ, ბავშვები არიან - ჯანდაცვის მინისტრი

04.08.23 17:07
დაკარგულებში, სამწუხაროდ, ბავშვები არიან - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულ მოქალაქეებს შორის არასრულწლოვნებიც არიან. მინისტრი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს არიან თუ არა ბავშვები სტიქიის დროს გარდაცვლილ მოქალაქეებს შორის. 

ამ ეტაპისთვის 11 გარდაცვლილია, 25 ადამიანს ეძებენ. ნაწილი ამოცნობილია, რა ინფორმაციაც მე მაქვს, მაგრამ ყველა არა. დაკარგულებში, სამწუხაროდ, ბავშვები არიან,“ - ამბობს მინისტრი.

სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. სამძებრო ოპერაცია უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს, 30-მდე ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

მსგავსი სიახლეები