გვაქვს საფეხმავლო გასაშლელი ხიდები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ - თავდაცვის მინისტრი

04.08.23 17:13
გვაქვს საფეხმავლო  გასაშლელი  ხიდები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ - თავდაცვის მინისტრი

"გვაქვს საფეხმავლო გასაშლელი ხიდები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ," - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გააკეთა.

მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც სამძებრო სამუშაოებში ჯარი ჩაერთვება, საჭირო არჭურვილობასაც გამოიყენებენ.

ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სამაშველო სამუშაოებში ჩავრთოთ გვარდიის დანაყოფები, ასევე მესამე ბრიგადის ასეულს ჩავრთავთ, დღეს ჩვენი გამოწვევა არის გაწმენდითი სამუშაოები და ამ სამუშაოებში ჩაერთვება ჯარიც, რამდენიმე საათში დავიწყებთ მობილიზებას. ჩვენ გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, რითიც ჩამოვლენ მომზადებულები, ასევე გვაქვს საფეხმავლო  გასაშლელი  ხიდები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ," - ამბობს ბურჭულაძე.

მსგავსი სიახლეები