ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს, ქედს ვიხრით მათ წინაშე - უკრაინის საელჩო
სტიქია რაჭაში - გარდაცვლილთა ოჯახებს უკრაინის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს.
უკრაინის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოძმე ქართველი ხალხის მიმართ შოვში, მეწყრის შედეგად ადამიანების ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მწუხარებით ქედს ვიხრით მათ წინაშე", - წერია განცხადებაში.
სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. სამძებრო ოპერაცია უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს, 30-მდე ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება.