საკმარისი იყო ყველა ის საშუალება, რაც სტიქიის ზონაში იქნა გამოყენებული - მაია ბითაძე

04.08.23 17:33
საკმარისი იყო ყველა ის საშუალება, რაც სტიქიის ზონაში იქნა  გამოყენებული - მაია ბითაძე

სახელისუფლებო გუნდში ამტკიცებენ, რომ შოვში ტრაგედია მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივმა მოვლენებმა გამოიწვია. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  მაია ბითაძე ამტკიცებს, რომ მეწყრული პროცესების თავიდან არიდება შეუძლებელი იყო. მისი თქმით, საშუალებები, რომელიც სტიქიასთან საბრძოლველად იყო გამოყენებული, საკმარისი იყო. 

შეფასებულია წინასწარი მონაცემებით, როგორც უპრეცედენტო, გამომდინარე იქიდან  5 მლნ კუბურ მეტრზე მეტი ინერტული მასაა ჩამოტანილი ტერიტორიიდან, რაც აკავშირეულია წინასწარი შეფასებებით სხვა და სხვა ბუნებრივი მოვლენების ურთიერთქმედებით. პრაქტიკულად, ამ მასშტაბის და ამ ტიპის არასდროს ჰქონია ადგილი შოვის ტერიტორიაზე აგილი არ ჰქონია, ეს უცხოა ამ ტერიტორიისთვის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ აუცილებელია მეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ ჩენ ვიყოთ ფრთხილად, რომ სამომავლოდ მეტი ზიანი არ მივაყენოთ გარემოს, ვგულისხმობ სათბური აირების გაფრქვევას. საკმარისი იყო ყველა ის საშუალება, რაც გუშინდელი დღიდან არის გამოყენებული, - ამბობს ბითაძე.

ინტერნეტში ადგილობრივების მიერ გადაღებული  ვიდეომასალა გავრცელდა, საიდანაც ირკვევა, რომ მდინარე ჯერ კიევ 2 აგვისტოს ადიდდა, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება არ მოახდინეს და არც აღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების ინფორმირება მომხდარა. 

ოპოზიცია ამბობს, რომ რაჭაში არსებული მდგომარეობა აბსოლუტურად უკონტროლა, რადგან რაჭის ტყე ხელისუფლებამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადასცა.

მსგავსი სიახლეები