ენმ-ს ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

30.05.21 15:10
ენმ-ს ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ატარებს. 

დღევანდელ შეხვედრას პარტიის წევრების გარდა "ძალა ერთობაშიას" ბლოკში შემავალი პარტიებიც ესწრებიან. დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გადაწყდება, შევა თუ არა ენმ პარლამენტში. პარტიის უმრავლესობის პოზიცია ცნობილია. ისინი პარტიის საკანონმდებლო ორგანოში შესვლას მხარს დაუჭერენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ პარტიის დაკვეთით მხარდამჭერებში გამოკითხვა ჩატარდა. პარტიაში ამბობენ, რომ გამოკითხვის შედეგებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი მნიშვნელობა ექნება.

"ნაციონალურ მოძრაობას" შესვლის შემთხვევაში, პარლამენტში 33 მანდატი ექნება.