მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ყველა გარდაცვლილის ოჯახს - ბადრი ჯაფარიძე
"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე შოვში სტიქიური უბედურების მსხვერპლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასარიდებლად მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
ეს არის ძალიან დიდი უბედურება, რომელიც დაგვატყდა ყველას, ჩვენ, ჩვენს ქვეყანას...
მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ყველა გარდაცვლილის ოჯახს.
რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედია თავიდან იქნას აცილებული. ამ წუთას ჩვენ ყველანი ვგლოვობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ტრაგედიის მსხვერპლი გახდნენ ჩვენს ულამაზეს კუთხეში, რაჭაში, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.