ამაზრზენია ის რიტორიკა, რომელსაც უპასუხისმგებლო პოლიტიკური სუბიექტები ავრცელებენ - ბერაია

04.08.23 17:45
ამაზრზენია ის რიტორიკა, რომელსაც  უპასუხისმგებლო პოლიტიკური სუბიექტები ავრცელებენ - ბერაია

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ბერაია ირწმუნება, რომ სტიქიის ზონაში დაკარგული ადამიანების საპოვნელად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი თავს ისევ ოპოზიციას ესხმის  და მათ უპასუხისმგბელო განცხადებების გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ოპონენტები ხელს "ოცნებისკენ" უსამართლოდ იშვერენ. 

კეთდება მაქსიმუმი იმისთვის, რომ მოხდეს იმ ადამიანების პოვნა, ვისთანაც ვერ ხერდება დაკავშირება და რა თქმა უნდა, მოხდეს იმ შედეგების ლიკვიდაცია, რაც დადგა ამ სტიქიური უბედურების შეეგად. ამაზრზენია ის რიტორიკა, რომელსაც ავრცლებენ უპასუხისმგებლო პოლიტიკური სუბიექტები და ნაცვლად იმისა, რომ ამ დროს დადგნენ ოჯახების გვერდით, დადგნენ სახელმწიფოს გვერდით, ეს ადამიანები პირდაპირ ხდებიან სტიქიური უბედურების და ტრაგედიის მოკავშირე ხდება აბსოლუტურად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ  თითების გაშვერა ხელისუფლებისკენ, - ამბობს ირაკლი ბერაია. 

მსგავსი სიახლეები