ლაფი 5 მეტრის სიმაღლეზე მაინც არის, ვერ შევდივართ - ერთ-ერთი ადგილობრივი
„მთელი სოფლის ახალგაზრდობას გვაქვს სურვილი, რომ შევიდეთ ტერიტორიაზე და დავეხმაროთ, ტერიტორიას უფრო ვიცნობთ,“ - ერთ-ერთი მოქალაქე გოგა ბუბაშვილი მთავრობას „დღის ამბების“ ეთერიდანაც მიმართავს და მზაობას გამოხარტავს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.
ბუბაშვილის თქმით, ადგილობრივები მზად არიან სამაშველო ჯგუფების დასახმარებლად. ბუბაშვილი ვარაუდობს, რომ მეწყერის ქვეშ ბევრი ადამიანია მოყოლილი.
გვითხრეს, რომ გზა როგორც კი გაკეთდება და როგორც შეიძლება, რომ გადავიდეთ, ახლა მოტანეს ტრუბები ჩაალაგეს, რომ ტრაქტრორი გადავიდეს და შეიძლებოდეს ადმაიანის გადასვლა, ამ შემთხვევაში, შეგვიშვებენ ჩვენ. იმდენად ცუდია სიტიუაცია, მთელმა სოფლის ახალგაზრდობამ აქაურობა დეტალურად ვიცით, ახლა ჩვენც კი ვერ ვიგებთ რომელ მხარეს მოვძებნოდ, იმდენად დიდი მასაა ჩამოსული, მასიურად ბევრი ხალხი უნდა მოედოს მთლიანად. ლაფი 5 მეტრის სიმაღლეზე მაინც არის, ვერ შევდივართ, ნაპირიდან ვუყურებთ ,“ - ამბობს გოგა ბუბაშვილი.