დიდი კონტრასტია - ერთ ადგილას დგახარ ბალახზე და მეორე ადგილას არის 10 მეტრი ლაფი - თორნიკე მაცაბერიძე

04.08.23 18:28
დიდი კონტრასტია - ერთ ადგილას დგახარ ბალახზე და მეორე ადგილას არის 10 მეტრი ლაფი - თორნიკე მაცაბერიძე

„დიდი კონტრასტია - ერთ ადგილას დგახარ ბალახზე და მეორე ადგილას არის 10 მეტრი ლაფი,“ - ასე აფასებს შოვში არსებულ მდგომარეობას მოხალისე-მაშველი, თორნიკე მაცაბერიძე.
მაცაბერიძის თქმით, მაშველების მუშაობას ლაფი ართულებს. 

დიდი ლაფია, ლაფის გადალახვაც რთულია, ეფლობი, რაც ართულებს სამუშაოს და ვითარებას ამძიმებს. მაშველებს ვეხმარებოდით, მოხალისეების საქმიანობა იყო, რომ ვშლიდით კოტეჯებს და ვალაგებდით, რომ გვევლო ლაფზე,“ - ამბობს თორნიკე მაცაბერიძე.

მაცაბერიძე ვარაუდობს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეძებენ შოვის ტერიტორიაზე. 

შოვი ნამდვილად აღარ არსებობს, დგას რამდენიმე შენობა, რომელიც არ იყო ამ ლაფის ეპიცენტრში. დიდი კონტრასტია - ერთ ადგილას დგახარ ბალახზე და მეორე ადგილას არის 10 მეტრი ლაფი, რომელიც არის წყლის, ღორღის, ქვის, ხეების ერთობლიობა., გადაადგილება რთული იყო, მუხლამდე ეფლობოდა ფეხი და ნამდვილად საჭირო იქნება ტექნიკის ჩართვა, ტექნიკის იქამდე მისვლაც რთულია,“ - ამბობს თორნიკე მაცაბერიძე.
 

მსგავსი სიახლეები