"ღვარცოფი საშიშროებას უქმნის შოვის ინფრასტრუქტურას" - სახელმწიფოს საფრთხის შესახებ ინფორმაცია 2 წლის წინ ჰქონდა
სოფელ გლოლაში მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდინარე დღვიორას ხეობაში ღვარცოფული პროცესების განვითარების მაღალი რისკია, - ეს ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენშია აღნიშნული. დოკუმენტს "მწვანე ალტერნატივის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო გუჯარაიძემ გაავრცელა.
როგორც გუჯარაიძე წერს, სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის. მისივე თქმით, 2022 წლის ანგარიში სააგენტომ მათ არ მიაწოდა.