ორი ტყუილი ერთ წელიწადში - სად არის ღარიბაშვილის დაპირებული სამაშველო ვერტმფრენი?

04.08.23 20:30
ორი ტყუილი ერთ წელიწადში - სად არის ღარიბაშვილის დაპირებული სამაშველო ვერტმფრენი?

 

 

 

ერთ წელში ნათქვამი ორი ტყუილი - ქვეყნის პრემიერი გასული წლის აგვისტოში ხალხს დაპირდა, რომ სამაშველო ვერტმფრენს იყიდდა, თუმცა იცრუა. მოიტყუა ერთი წლის შემდეგაც, როდესაც ქვეყანაში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. კამერებთან მდგარი ღარიბაშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ ვერტმფრენების ყიდვის დაპირება არასდროს გაუცია და ყველაფერი ჟურნალისტებმა მოიგონეს, თუმცა ფაქტი ჯიუტია,  არსებობს არქივი, სადაც  2022 წლის  აგვისტოს მთავრობის სხდომაზე გაკეთებული ღარიბაშვილის განცხადებას ინახება. 

პრემიერის ამ დაპირებიდან მალევე ფინანსთა მინისტრმა დაანონსა, რომ თანხას გამოყოფდა. გომელაური ფრანგულ კომპანიასთან მოლაპარაკებების შესახებ საუბრობდა. ერთი წლის შემდეგ კი  ქვეყანა  უმძიმეს სტიქიას ისევ საბჭოთა დროინდელი ვერტმფრენით ებრძვის. ირკვევა, რომ  ხელშეკრულება ფრანგულ კომპანიასთან გაფრომებულია.  ერთი „სუპერ პუმას „სანაცვლოდ  საქართველო სამ შვეულ მფრენს მიიღებს, ოღონდ ეს ყველაფერი ქვეყენას 2024 წელს ექნება.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 
 

მსგავსი სიახლეები