აზერბაიჯანი სტიქიასთან საბრძოლველად მზაობას გამოხატავს - რა პასუხი აქვს საქართველოს მთავრობას?
აზერბაიჯანი მზად არის, რომ საქართველოს გაუწიოს დახმარება სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოების განხორციელებასა და შედეგების ლიკვიდაციაში. ამის შესახებ მზაობა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა.
აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შესახებ „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ წერს.
ბაირამოვმა ღრმა მწუხარება გამოხატა დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი, გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს იპოვიან“, - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის ახლოს არის საქართველოსთან და მზად არის, გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება სამაშველო სამუშაოების განხორციელებასა და სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრაში. დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა გამოჩენილი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.