მნიშვნელოვანია, იცოდეს ხალხმა, რომ ,,ენმ" რასაც ამბობს, იმას აკეთებს - ბარამიძე

30.05.21 15:17
მნიშვნელოვანია, იცოდეს ხალხმა, რომ ,,ენმ" რასაც ამბობს, იმას აკეთებს - ბარამიძე

"ნაცონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბარამიძე, პარტიის პარლამენტში შესვლის მოწინააღმდეგეა. ბარამიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა იგრძნოს, რომ ,,ენმ"-ს სიტყვას ფასი აქვს და პარტია რასაც ამბობს, იმას აკეთებს.

ამ არალეგიტიმურ პარლამენტში "ნაციონალურ მოძრაობას, ჩემი აზრით, არაფერი არ ესაქმება. მიუხედავად იმისა, რომ კარგად მესმის საპარლამენტო ტრიბუნის და სხვა საპარლამენტო ბერკეტების, თუ სიკეთეების მნიშვნელობა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ამომრჩევლის ნდობა და ის რომ იცოდეს ხალხმა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რასაც ამბობს, იმას აკეთებს", - ამბობს გიორგი ბარამიძე.