დღეს პოლიტიკის დრო არ არის, დროა, ამ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით! - სოფო ჯაფარიძე ექიმებთან ერთად სტიქიის ზონაშია

04.08.23 22:54
დღეს პოლიტიკის დრო არ არის, დროა, ამ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით! - სოფო ჯაფარიძე ექიმებთან ერთად სტიქიის ზონაშია

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი, სოფო ჩაფარიძე შოვში, სტქიური უბედურების ადგილზე ექიმებთან ერთად ჩავიდა. 

აქ ვართ იმისთვის,  რომ ასეთ მძიმე დროს ვიყოთ ამ ადამიანებთან, რითაც შეგვიძლია, შევუმსუბუქოთ დღევანდელი მდგომარეობა.  ჩამოვედი, ჩამოვიყვანე ექიმები, ფსიქოლოგები, კიდევ ორი ჯგუფი გვიერთდება. საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელებთან კოორდინაციაში ვართ და რა  წუთსაც გაჩნდება საჭიროება, რომ ჩაერთონ ჩვენი ექიმები, მზდ ვართ, ყველანაირი შრომისთვის. ახლა დროა, განურჩევლად ყველა, დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდით,  რომლებსაც ყველაზე მეტად ვჭირდებით" - თქვა სოფო ჯაფარიძემ. 

საკრებულოს დეპუტატმა გარდაცვლილთა ოჯახებს და საქართველოს მიუსამძიმრა. სოფო ჯაფარიძის თქმით, ის პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს, რადგან დღეს ამის დრო არ არის. 

უმძიმესი მდგომარეობაა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს  და მთელ საქართველოს, ეს ჩვენი, ყველას ტრაგედიაა. 

ვერაფრით გავაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას, დღეს პოლიტიკის დრო არ არის, დროა, ამ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით! მზად ვართ, ყველანაირი შრომისთვის"- აღნიშნა მან. 

"დღეს ერთმანეთის გვერდით დგომა გვჭირდება, დღეს ჩვენ რაჭას ვჭირდებით" - უთხრა "პირველებს" სტიქიის ზონაში ჩასულმა მედიკოსმა ბელა მეტრეველმა. 

შოვში იმყოფება ექიმი ლალი ჯანაშიაც - "შეიძლება ვიღაცამ გვითხრას, რომ სპონტანური გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ელემენტარულად სანიტრების როლის შესრულება ხომ შეგვიძლია? ჩვენ აქ ვართ, შოკისმომგვრელია რასაც აქ ვხედავ, გახედვაც არ მინდა უკან"- ამბობს მედიკოსი. 

 

მსგავსი სიახლეები