,,ენმ"-მ გააცნობიერა, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა მათი დასასრულის დასაწყისი იქნება - ღუდუშაური

30.05.21 15:23
,,ენმ"-მ გააცნობიერა, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა მათი დასასრულის დასაწყისი იქნება - ღუდუშაური

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შემოსვლა მათი მარცხის აღიარება იქნება. ღუდუშაური მიიჩნევს, რომ პარტიას სხვა გზა არ აქვს.

როგორც ჩანს, მათ ნათლად დაინახეს, რა მოუტანა რადიკალურმა ნაბიჯებმა „ევროპულ საქართველოს“, რომელიც უკვე პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, აღარ არსებობს, ან თუ არსებობს, არის ერთი კაცის პარტია. ნათლად გააცნობიერეს, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა მათი დასასრულის დასაწყისი იქნება, ხოლო მათი მარცხის აღიარება იქნება პარლამენტში მათი შემოსვლა“,- თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება. შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, შევა თუ არა ,,ენმ" პარლამენტში.