ცუდია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში მობრუნება ტყუილის ფონზე უწევს - ღუდუშაური

30.05.21 15:35
ცუდია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში მობრუნება ტყუილის ფონზე უწევს - ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური, ამბობს, რომ გახარიამ გუშინ, პოლიტიკაში მობრუნებისას,  იცრუა. ღუდუშაურის შეფასებით, გახარია "ქართულ ოცნებას" კონკურენციას ვერ გაუწევს და მეოთხე-მეხუთე იქნება.

ბატონი გახარია როდესაც გადადგა, მან სრულიად სხვა მიზეზები დაასახელა, ახლა უკვე ვიხილეთ და მოვისმინეთ სრულიად სხვა მიზეზები, აქედან გამომდინარე ძალიან ცუდი არის, რომ პოლიტიკაში მობრუნება მას უწევს ტყუილის ფონზე.  ნათლად დაინახა საზოგადოებამ, რაოდენ არათანმიმდევრული იყო მათი ეს განცხადებები. „ქართულ ოცნებას“ არავის დახმარება არ სჭირდება, სჯობს, თავის თავს დაეხმარონ, მაგრამ მინდა, ყველას ვუთხრა, „ქართული ოცნება“ შუალედური თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს დამაჯერებლად, ხოლო რაც შეეხება ბატონი გახარიას შანსებს, ვფიქრობ, რომ მეოთხე-მეხუთე შეიძლება იყოს“, – თქვა ღუდუშაურმა.

მსგავსი სიახლეები