არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა - კობახიძე შოვში ჩავიდა

05.08.23 13:44
არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა - კობახიძე შოვში ჩავიდა

შოვში სტიქიასთან დაკავშირებით "დასკვნების გამოტანა" არ უნდა იჩქარონ - განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სტიქიური უბედურების ზონაში გააკეთა. 

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა, ახლა არის, გასაგებია, ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა ყველაფერი გაირკვევა საბოლოო ჯამში. ამიტომ, სასურველია, არავინ არ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები