ოკუპაციის ახალი გეგმა - რუსეთი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გავლით ტრანზიტი მიღწევადია

05.08.23 16:52
ოკუპაციის ახალი გეგმა - რუსეთი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გავლით ტრანზიტი მიღწევადია

 

მოსკოვი  საავტომობილო და სარკინიგზო ტრანზიტის დაწყებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით აანონსებს - ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა.

მისი თქმით, საავტომობილო და სარკინიგზო ტრანზიტის დაწყება დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და დროებით ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიების გავლით შესაძლებელია. 

"ჩვენ გვჯერა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა საკმაოდ მიღწევადია, თუ ყველა დაინტერესებული მხარე პრაგმატული ინტერესებით იხელმძღვანელებს და რეგიონში არსებულ რეალობას გაითვალისწინებს," - ამბობს გონჩარი. 

რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომელიც   სატრანსპორტო და სარკინიგზო  ტრანზიტის დაწყებას  სომხეთთან აპირებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით?  ამ კითხვით პირველებმა სახელმწიფოს უწყებას უკვე მიმართა მაგრამ პასუხი არ არის.

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთი გეოპოლიტიკურად სტრატეგიულ დერეფნებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. ნინო კალანდაძე ასევე აღნიშნავს, რომ კრემლი საქართველოზე გავლენების კიდევ  გაძლიერებას აპირებს. 

რუსეთი ძალიან გეგმაზომიერად მოქმედებს და დაჩქარებული წესით ცდილობს, რომ საქართველოში შექმნას ფაქტები, რომელიც ძნელად შექცევადი იქნება ან შექცევადი იქნება მას შემდეგ რაც დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველო კვლავ შეეცდება, თავისი არჩეული საგარეო ვექტორი ისევ დაიბრუნოს. 

მათ შორის რუსეთი ცდილობს, რომ გეოპოლიტიკურად, სტრატეგიული დერეფნებზე გავლენები ისე მოიპოვოს, რომ არა საქართველოსთან, ან სხვა სამეზობლოსთან, არამედ მასთან იყოს სასაუბრო. 

რისეთის მთავარი ამოცანაა, საქართველოში გავლენები შეინარჩუნოს"- თქვა ნინო კალანდაძემ. 

მსგავსი სიახლეები