"არც მე და არც ბადრის არასოდეს გვყოლია ვერტმფრენი, რომ მყოლოდა უკვე იქ იქნებოდა - განსხვავებით ივანიშვილისგან! - ხაზარაძე

05.08.23 17:38
"არც მე და არც ბადრის არასოდეს გვყოლია ვერტმფრენი, რომ მყოლოდა უკვე იქ იქნებოდა - განსხვავებით ივანიშვილისგან! - ხაზარაძე

პარტია "ლელო-საქართველოსთვის" ლიდერი "ქართული ოცნების" პროპაგანდისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. 

მამუკა ხაზარაძის თქმით, ვერტმფრენები არც მას და არც მის პარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს არასოდეს ჰყოლიათ.

"ოცნების ექსპერტები" დღეს უტიფარ ტყუილს ავრცელებენ - არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ ცილისწამებას. ვერტმფრენი არც მე და არც ბადრის არასოდეს გვყოლია და არც გვყავს! სირცხვილია! რომ მყოლოდა უკვე იქ იქნებოდა, პირველივე წუთებიდან! განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელსაც სხვადასხვა მოდელის, რამდენიმე ვერტმფრენი ჰყავს თავის თანამშრომლებზე გაფორმებული და კომერციულად იყენებს! 

კიდევ ერთხელ ვიზიარებ მწუხარებას დაღუპულების გამო

სირცხვილია, რომ ივანიშვილი და მისი ლაქიები, ტრაგედიის დროს, ამ სიბინძურისთვის იცლიან", - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები