პოლიტპატიმრები "ოცნების" ხელისუფლების დროს არ გვყოლია - კახა ქემოკლიძე

30.05.21 16:30
პოლიტპატიმრები "ოცნების" ხელისუფლების დროს არ გვყოლია - კახა ქემოკლიძე

პოლიტპატიმრები "ოცნების" ხელისუფლების დროს არ გვყოლია  - ეს განცხადება გახარიას პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ, გაააკეთა. ქემოკლიძემ ტვ პირველზე, ანა ახალაიას დღის ამბებში, მართლმსაჯულების სისტემაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დღეს ქვეყანაში ბევრად უკეთესი სასამართლოა, ვიდრე "ოცნების" მმართველობამდე იყო. კითხვაზე, იყვნენ თუ არა ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პოლიტპატიმრები, ქემოკლიძე ამბობს, რომ საქმის მასალებს არ იცნობს.

სასამართლო სისტემა ბევრად უფრო უკეთესია იმასთან  შედარებით, რომელიც არსებობდა 2012 წლამდე. სასამართლოში არსებობს გავლენიანი ჯგუფი, რომელიც გარკვეულწილად სასამართლოს უქმნის ინსტიტუციური განვითარების  რისკებს.

ჩემი აზრით, პოლიტპატიმრები "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს არ გვყოლია", - თქვა ქემოკლიძემ.

მსგავსი სიახლეები