რუს პროპაგანდისტ ნიკოლეიშვილს ვურჩევ, ვერტმფრენები ოცნების კორუმპირებულ მთავრობაში მოიკითხოს - კობა ნაყოფია

05.08.23 19:15
რუს პროპაგანდისტ ნიკოლეიშვილს ვურჩევ, ვერტმფრენები ოცნების კორუმპირებულ მთავრობაში  მოიკითხოს - კობა ნაყოფია

"არასდროს მყოლია ვერტმფრენი და მომხდარი ტრაგედიით მგლოვიარე საზოგადოების ემოციებით მანიპულირება არის უკიდურესად მდაბიო და უღირსი საქციელი"- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, კობა ნაყოფია ხელისუფლების პროპაგანდისტის, ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებას პასუხობს. 

ოპოზიციონერი მიუხედავად მძიმე ვითარებისა, დუმილი არ შეუძლია: 

"პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. ღმერთს ვთხოვ გადაარჩინოს ყველა დაკარგული.

ახლა ნამდვილად არ არი ამის დრო, თუმცა დუმილიც არ შემიძლია. გუშინ ტელეკომპანია იმედის და პოსტვის ეთერებიდან კრემლისა და ქართული ოცნების პროპაგანდისტ ლევან ნიკოლეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო.

არასდროს მყოლია ვერტმფრენი და მომხდარი ტრაგედიით მგლოვიარე საზოგადოების ემოციებით მანიპულირება არის უკიდურესად მდაბიო და უღირსი საქციელი. აქვე, რუს პროპაგანდისტ ნიკოლეიშვილს ვურჩევ მოიკითხოს ვერტმფრენები ქართული ოცნების კორუმპირებულ მთავრობაში", - წერს კობა ნაყოფია.

განცხადება გაავრცელა "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემაც. 

" სირცხვილია, რომ ტრაგედიის დროს ამ სიბინძურისთვის იცლით"- ეუბნება პოლიტიკოსი მმართველ პარტიას და ამბობს, რომ არც მას და არც ბადრი ჯაფარიძეს ვერტმფრენი არასდროს ყოლიათ.  

მსგავსი სიახლეები