შოვის ტრაგედია და შესაძლო სამოხელეო დანაშაული - "ლელო" გამოძიების დაწყებას ითხოვს

06.08.23 13:31
შოვის ტრაგედია და შესაძლო სამოხელეო დანაშაული - "ლელო" გამოძიების დაწყებას ითხოვს

"ლელო" შოვში სტიქიური უბედურების მსხვერლების ოჯახებს უსამძიმრებს და არნიშნულ  ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ ლევან სამუშიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, გაავრცელოს განცხადება, დაწყებულია თუ არა აღნიშნულ საქმეზე გამოძიება, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა მომხდარ ტრაგედიაში ადგილი სამოხელეო დანაშაულს და იყო თუ არა შესაძლებელი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.

სამუშიამ თქვა, რომ "ლელო" აღნიშნულ საქმეს ბოლომდე მიჰყვება. 

მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, ძალიან მძიმე დღეებია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად, ბოლო 2 დღის განმავლობაში მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობენ ექსპერტების, გამომძიებლების ნაცვლად ა გვაწვდიან ვერსიას, რომ წყალი არ დაგუბებულა იქ, წყლის დონეს არ მოუმატია და ა.შ. დღეების განმავლობაში, განსაცვიფრებელია, რომ არცერთი ხმა არ ისმის გამოძიების დასწყების შესახებ. მე მინდა მივმართო საქართველოს გენერალურ პროკურატურას, იმიტომ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის ვალდებულებაა, ზედამხვედველობა გაუწიოს ყველა გამოძიებას და დაიწყოს გამოძიებაც კი. დაწყებულია თუ არა გამოძიება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, სავარაუდო გულგრილობასთან დაკავშირებით და დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით? თუ აწყებული არ არის, ეს არის უკვე დანაშაული. დანიშნულია თუ არა შესაბამისი სახის ექსპერტიზები, რათა დადგინდეს ობიექტური რეალობა და ჭეშმარიტება, სინამდვილეში რა მოხდა. დდა ექსპერტებად არ გამოდგებიან პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან, რომლებიც წყლის დონის მატებაზე და არმატებაზე საუბრობენ და რომლებიც გამორიცხავენ თურმე რაღაცა შესაძლებლობებს, რომ ადამიანები გადარჩენილიყვნენ. ექსპერტების წინაშე უნა იყოს დასმული კითხვები: რამ გამოიწვია აღნიშნული ღვარცოფი ად უბედურება და შემდეგ გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, შესაძლებელი იყო თუ არა არიდება ამ ყველაფრის, საუბარია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე. ასევე, არის თუ არა გამოთხოვილი შესაბამისის მტკიცებულებები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, კომპანიებიდან, რომლებიც მუდმივ მონიტორიგნს აწარმოებენ, რათა დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება. აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო საქართელოს გენერალურ პროკურატურას, აუყოვნებლივ გაავრცელეთ განცხახდება იმასტან დაკავშირებტ, დაიწყებულია თუ არა გამოძიება და გამოძიება მიმდინარეობს თუ არა პირველ რიგში შესაძლ დანაშაულის შესახებ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, - განაცხადა ლევან სამუშიამ. 

მსგავსი სიახლეები