სულ რომ ერთი ადამიანი გადარჩენილიყო, როგორ მიეცით თავს უფლება, დახმარების შანსზე გეთქვათ უარი? - ხერხეულიძე ხელისუფლებას

06.08.23 14:47
სულ რომ ერთი ადამიანი გადარჩენილიყო, როგორ მიეცით თავს უფლება, დახმარების შანსზე გეთქვათ უარი? - ხერხეულიძე ხელისუფლებას

რატომ არ მიმართა ხელისუფლებამ დახმარების თხოვნით მეზობელ ქვეყნებს? - ეკა ხერხეულიძე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით "ოცნებას" აკრიტიკებს. ენმ-ს წევრი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციონერისთვის გაუგებარია, რატომ "მოერიდა" ხელისუფლებას მოქალაქეების საპოვნელად დახმარების თხოვნა სხვა ქვეყნებისთვის ეთხოვა მაშინ, როცა "ბიუჯეტის ფულის ჯიბეებშ" გაანაწილება არ ეუხერხულებათ. 

საქართველოს მთავრობა
სულ რომ ყველა ტროლბოტს, ყველა მლიქვნელს და სინდისგაწყვეტილს ერთად აქადაგოთ, მაინც არ გაქარწყლდება მთავარი კითხვა - ტრაგედიის პირველივე წუთიდან რა უფლებით თქვით უარი სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად დახმარება გეთხოვათ მეგობარი ქვეყნებისთვის? სულ რომ ერთი ადამიანი გადარჩენილიყო, როგორ მიეცით თავს უფლება, ამ შანსზე გეთქვათ უარი? 
ბიუჯეტის საკუთარ ჯიბეებში გადანაწილება არ გეუხერხულებათ და მეწყერში ჩაფლული ბავშვების საშველად დახმარების თხოვნა რატომ "მოგერიდათ",თქვე ბოგანოებო?, - წერს ეკა ხერხეულიძე. 

მსგავსი სიახლეები