"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს. გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ნიკა მელიამ გამოაცხადა. მელიას თქმით, ოპოზიციამ აჩვენა, რომ შეუძლია იყოს ერთიანი, რაც ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია.
ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ბრძოლა, ბრძოლა იმისათვის, რომ გავათავისუფლოთ მიტაცებული სახელმწიფო. ოპოზიციამ აჩვენა, რომ შეუძლია იყოს ერთიანი. ჩემთვისაც ეს განვლილი თვეების განმავლობაში არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რომელიც საწინდარი გახდება მომავალი საერთო გამარჯვებებისა. ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ ნამდვილად გადადის დამაგვირგვინებელ, გადამწყვეტ ფაზაში. ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან,", - თქვა ნიკა მელიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" 33 დეპუტატი პარლამენტში მუშაობას ხვალიდან დაიწყებს.