რატომ არ გამოჩნდა შს მინისტრო სტიქიის ზონაში? - პაპუაშვილის განმარტება
რატომ არ გამოჩნდა შს მინისტრო სტიქიის ზონაში? - პარლამენტის თავმჯდომარე მიზეზად ვახტანგ გომელაურის ოჯახის წევრს ჯანმრთელობის მგომარეობის გაუარესებას ასახელებს. ამასტან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პასუხების გაცემას ისეთ კითხვებზე ამჯობინებდა, რომელიც თემასთან უფროს ახლოსაა.
მმართველი გუნდის წევრი ირწმუნება, რომ შს მინისტრი ფიზიკურად სტიქიის ზოონაშ არ არის, თუმცა ყველა პროცესებში ჩართულია.
ვამჯობინებდი, რომ ასეთ დროს, ისეთი კითხვები იყოს, ორმელიც საკითხთან ახლოს არის. არც შეეხება პროცესს, იცით, რომ ყველაა ამაში ჩართული. კარგი იყო, რომ აქამდე ამას არ სვამდნენ, ვფიქრობდი, რომ მოკითხული ჰქონდათ ეს ამბავი, ბატონს ვახტანგს ოჯახის წევრთან დაკავშირებით არის საკითხი და აქედან გამომდინარე, ის თავად ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში, რა თქმა უნდა, ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონსიძიებები, ხომ ხედავთ ჩვენი მაშველები როგორ მუშაობენ, როგორ არის ტექნიკა და ა.შ. ამიტომ, უმჯობესია, რომ საკითხთან დაკავშირეით ნაკლებად იყოს საუბარი, - ამბობს პაპუაშვილი.