არ არსებობს არცერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა - პაპუაშვილი
პრემიერის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეც ამტკიცებს, რომ სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებით მეზობელი ქვეყნებისგან დახმარების საჭიროება არ იყო. შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ არ არსებობდა არცერთი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა.
საჭიროება არ იყო, ეს, მემგონი, თავიდანვე ითქვა, განიმარტა, რომ არ არსებობდა არცერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ იყოს ამის საჭიროება, თორემ არავის ეთაკილება დახმარების თხოვნა, ჩვენც ვეხმარებით ხოლმე ჩვენს მეზობლებს, როცა საჭიროა და მეზობლებიც დაგვხმარებიან მაშნ, როცა ამის საჭიროება იყო, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.