სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაობის ჩასატარებლად ყველა რესურსი არსებობს - სარჯველაძე

06.08.23 17:43
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაობის ჩასატარებლად ყველა რესურსი არსებობს - სარჯველაძე

მმართველი პარტიის ლიდერი მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ მეზობელი ქვეყნებისგან დახმარების შემოთავაზების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამასთან სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ სტიქიის ზოონაში სამძებრო სამუშაობის ჩასატარებლად ქვეყანაში ყველა რესურსი არსებობს. 

მე არ შემიძლია შემოთავაზების შესახებ ინფორმაცია უარვყო ან დავადასტურო, ეს არ არის ჩემი საქმე ამ წუთას, შეგიძიათ გადაამოწმოთ ყველგან, მაგრამ ამ წუთას დანამდვილებით რაც შეგვიძლია ვთქვათ,  ეს არის, რომ რაც საჭიროებაც არსებობს, გინდა რესურსის, ტექნიკის, არ ვიცი, ნებისმიერი რესურსის თვალსაზრისით იქ უშუალოდ სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად, რეალურად საამისოდ ყველა რესურსი არსებობს. აქ არ არის ის მსგომარეობა, რომ მაგალითად, რაღაც ტიპის აპარატურა აკლდეს ამ სამუშაოებს, ან რომელიმე ტიპის ტექნიკა ან ფიზიკური ძალა, - ამბობს სარჯველაძე. 

მსგავსი სიახლეები