"პოლიტიკური ინტერესების მყრალი სუნი აუდის" - სარჯველაძე გამოძიების დაწყების მოთხოვნაზე
"პოლიტიკური ინტერესების მყრალი სუნი აუდის" , - ასე აფასებს მმართველი პარტიის წევრი მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც შოვში დატრილებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს. სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ოპონენტებისთვის პოლიტიკური "ხმალაობა" უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობა
საქართველოში მოიძებნებიან პოლიტიკური ძალები, რომლისთვისაც დღეს გამოძიების წარმოება და ეს საკითხები პოლიტიკური ხმალაობის ატეხვა უფრო მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩდა, ვიდრე სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა და ეს ჰგავს პირველივე დღეს გამართულ იმ მიტინგს, თუ აქციას, რაც იყო. არ ვარგა ასე წინმსწრებად რაღაც ისეთი განცხადებების კეთება, რომელსაც აუდის ძალიან მყრალი სუნი პოლიტიკური ინტერესის და პოლიტიკური ქულებს დაწერის მცდელობების. " განაცხადა "ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.